აშშ-ს კონგრესმა კენჭი უყარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას

     F-news

   ირაკლი გოგავა

-“აშშ-ს კონგრესმა კენჭი უყარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც გუშინ განიხილეს კონგრესის თემთა პალატაში . საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი მიღებულია კონგრესის მიერ. კენჭისყრის შედეგებია: 410 ხმა მომხრე, 6 წინააღმდეგი. ისტორია დაიწერა.

32 ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივით და კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯომარის ედ როისის მხარდაჭერით, დღეს აშშ-ს კონგრესში განიხილეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. გაიმართა დებატები, სადაც კონგრესმენები საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავდნენ. კონგრესში გამოსვლების დროს ძლიერი მხარდაჭერა დააფიქსირეს კონგრესმენებმა ედ როისმა, ტედ პომ, ენჯელ ელიოტმა და მარკ სანფორდმა.

ცალკე უნდა აღინიშნოს კონგრესმენი ტედ პო, რომელსაც ცოტა ხნის წინ ლეიკემია და კიბო აღმოუჩინეს და მკურნალობის კურსს გადიოდა, ის მაინც ჩავიდა ტეხასიდან ვაშინგტონში, რათა წარედგინა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. ასეთ კაცს ჰქვია ნამდვილი მეგობარი. კარგი იქნება ტედ პოს რაიმე ჯილდო გადასცეს ქართულმა სახელმწიფომ თავგანწირული თანადგომისთვის.

ამერიკაში საქართველოს დღეა! ასეთი მასიური მხარდაჭერის დემონსტრირება კონგრესმენების მხრიდან არ მახსოვს”

11899836_10205974599616814_3419538730538571131_n

კომენტარის დატოვება