ნამდვილი ქართული გენის მატარებელი და კვლევის შედეგით დადგენილი იდენტობა…

ფიქრია წიკლაური

ბოლო დროს ერების გენეტიკური კვლევები და ცალკეული ადამიანების მიერ დნმ-ის განსაზღვრა სულ უფრო აქტუალური ხდება. ალბათ ყველა ჩვენგანის სურვილია გავიგოთ, ვართ თუ არა ნამდვილი ქართული გენის მატარებელი და თუ არა, რომელი ერის პროცენტული მაჩვენებლით განისაზღვრება ჩვენი გენეტიკა. გენეტიკისა და დნმ-ის უნიკალური კვლევების შესახებ გვესაუბრება გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ რატიანი

  • ბატონო ჯემალ თუ შეიძლება მკითხველისთვის გასაგებ (არა მეცნიერულ) ენაზე განგვიმარტეთ, რა არის დნმ?
  • დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) ეს არის სამემკვიდრეო ნივთიერება, რომელიც ადამიანის ან  ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმის ყოველ უჯრედში გვხვდება. დნმ-ს ვღებულობთ მშობლებისაგან მემკვიდრეობით  და გადაეცემა შთამომავლობას ასევე მემკვიდრეობით. ის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და ქრომოსომის (ნივთიერება, რომელიც შედგება ცილებისაგან და მოლეკულისაგან)  შემადგენელი ნაწილია.  დნმ ქრომოსომში მოთავსებულია ძაფისებური ხვეულის სახით, როგორც მძივი. ეს დნმ-ის მოლეკულის ორმაგი ძაფია და მასში აკინძულია გენები.  გენებს გააჩნია მთელს სიგრძეზე თავისებური თანმიმდევრობა და შემავალი კომპონენტების რაოდენობა, მარცვლების სახით. სწორედ ამ განლაგებაზეა დამოკიდებული თვითონ ორგანიზმის ნიშან-თვისების რაობა.  დნმ-ის მოლეკულაში განლაგებულია ე.წ. ნუკლეოციდები, ანუ ნაშენი აგურები, იგივე მძივები და მისი ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს ამა თუ იმ ნიშან-თვისების წარმოჩინებას გენეტიკურად ორგანიზმში. დნმ-ის შესწავლა ხდება მოლეკულურ დონეზე და მისი თავისებურება არის შემადგენლობის ნატიფი სტრუქტურა, თუ რისგან შედგება თვითონ ეს მოლეკულა.  სწორედ ამ გენების განლაგებისრაობასა და სიხშირეზეა  დამოკიდებული მთლიანი ორგანიზმის აღნაგობა და გარეგანი მხარე. ამიტომ დაიწყო გენების შესწავლა ინტენსიურად. ანალიზით ხდება გენეტიკური კვლევები და გენური შედარებები.
  • საქართველოში თუ არის შესაძლებელი დნმ-ის ასე უჯრედულ დონეზე შესწავლა?
  • საქართველოში, ჩაჩავას ინსტიტუტში ხდება დნმ-ის კვლევა, მაგრამ განსხვავებული მეთოდებით. მსოფლიოში უნიკალური, ყველაზე მძლავრი გენეტიკური ლაბორატორია აქვს ამერიკას.  სწორედ ამ ლაბორატორიაში ხდება  დნმ-ის იდენტურობის განსაზღვრა. ერთი ადამიანის მეორე ადამიანთან გენოტიპი რომ შევადაროთ, ცალ-ცალკე უნდა იქნას ამ ინდივიდების დნმ-ის ნატიფი სტრუქტურის შესწავლა და შემდეგ მოხდეს შედარება. ცვლილებას და მსგავსება იძლევა  დნმ-ის მოლეკულის განლაგება მთელ სიგრძეზე. ცვალებადობა და მსგავსება აისახება დნმ-ის ზოგად დახასიათებაში.  ასე იქნა შესწავლილი მსოფლიოს სხვადასხვა გენები, მათ შორის ქართველების დნმ. ოთხმა ქართველმა მეცნიერმა ამერიკის აღნიშნულ ლაბორატორიაში ჯერ საკუთარი დნმ დაადგინეს, შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აღებული მასალით შეისწავლეს დიდი რაოდენობის ინდივიდები.

ასევე წლების განმავლობაში  მსოფლიოს სხვადასხვა ერსაც უტარდებოდა გენეტიკური კვლევა. ქართული დნმ-ის კონცენტრაცია და ერის მახასიათებლობა აბსოლუტურად, მკვეთრად  განსხვავდება  ამიერკავკასიის სხვა ერებისაგან.კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ქართველ დნმ-თან ყველაზე ახლოს მდგომი, თითქმის იდენტური აფხაზთა დნმ-ია.

  • როგორც ცნობილია საქართველოში აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანის დნმ-იც შეისწავლეს და ის თანამედროვე ქართველის დნმ-ს შეადარეს. რა მსგავსება და განსხვავება აღმოჩნდაამ ორი განსხვავებული ეპოქის ადამიანებს შორის?

 

 

  • როდესაც ძველ სინჯებს იღებდნენ მღვიმეებიდან (რადგან იქ პირველყოფილი მონადირეები აფარებდნენ თავს), უმეტესობამამაკაცებს ეკუთვნოდათ, ამიტომ ძველი ნამარხი დნმ-ების დახასიათება,სავარაუდოდ, მამაკაცებს ეხება(იგივე კოტიას მღვიმეში, ჭიათურის ძველ ნამარხებში აღმოჩენილი ნაშთები). ამიტომ შედარებისთვის მამაკაცთა სინჯებია აღებული. ამ გამოკვლევებით ჩანს, რომ დღევანდელი ქართველების დიდ ნაწილს ზუსტად ის დნმ აქვს, რომელიც რამდენიმე ათასწლეულების  წინ კოტიას ადამიანს ჰქონდა.  ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძველი ნამარხებიდან  გაკეთებული ადრეული ადამიანის სინჯები და დღევანდელი აბსულუტურად იდენტურია. ეს მიანიშნებს იმას, რომ  მხეიძეები, ანდრიაძეები, ნაკაიძეები და კიდევ უამრავი ქართული გვარის მატარებლები  კოტიას გამოქვაბულის მკვიდრ დნმ-ს შეუცვლელად აგრძელებენ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველმა ერმა შეინარჩუნა უნიკალურობა. მათზე არ მომხდარი სხვა გენის შერევა.

 

  • საუკუნეების მანძილზე სისტემატიურად ხდებოდა ქართული მიწების დაპყრობა უცხო ტომელების, განსაკუთრებით მუსულმანური სამყაროს მხრიდან. როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში როგორ შეინარჩუნა ქართველმა თავისი პირველსაწყისი გენი?

 

  • კვლევებით დადასტურებულია, რომ უცხოტომელების შემოსევების დროს არ მომხდარა დამპყრობლების და ქართველი გენების ერთმანეთში აღრევა. ქართველი არ ქმნიდა სხვა ტომის წარმომადგენელთან ოჯახს.ქართველების დნმ-ს საუკუნეების მანძილზე არანაირი სპარსელის, მონღოლის, თურქის დნმ-ს  არ შერევია.  ამის კარგი დასტურია ცნობილი გერმანელი მეცნიერის, ანთროპოლოგის იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის  სიტყვები: „საქართველოში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ლამაზი ქალები და კაცები ცხოვრობენ. ხშირად მეკითხებიან, თუ რამ გამოიწვია მათი სახის ნაკვთების ასეთი სილამაზე? პასუხი ცხადია, რასაც მე ვხედავდი და გავარკვიე, ეს არის –  ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებზე დაქორწინებას, ქართველი ქალები კი იშვიათად მიყვებიან უცხოელებს.“ სწორედ ამ ვითარებამ განაპირობა ძველი დნმ-ის შენარჩუნება. უცხოტომელი როდესაც სახლდებოდა ქართულ მიწაზე, ის ქმნიდა თავისავე ერის წარმომადგენელთან ოჯახს. საქართველოში უხსოვარი დროიდან მოდის ეს ტრადიცია, რომ ქართველს ქართველთან უნდა შეექმნა ოჯახი. ამაშიც მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. ამ იტორიულად ჩამოყალიბებულმა აპრობირებულმა ტრადიციამ ხელი შეუწყო უძველესი ქართული დნმ-ის შენარჩუნებას და ერს მისცა უნიკალური გენეტიკური იდენტურობა.
  • როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ მეზობელი სახელმწიფოების დნმ-ში? აზერბაიჯანელებში გამოიკვეთა მონღოლების და სპარსელების დნმ. სომხებში არის აისორებისა და შუამდინარეთის სემიტური ხალხების დნმ-ის მინარევები.
  • საინტერესოა ჩვენმათანამემამულეებმა, სამშობლოს მოწყვეტილმაფერეიდნელებმა და თურქეთში საქართველოს ძირძველ მიწაზე მცხოვრებმალაზებმა თუ შეინარჩუნეს ქართული დნმ?

დარწმუნებით გეტყვით, რომ ფერეიდნელები დღემდე ინარჩუნებენ ქართველის იდენტურობას. ქართულად საუბრობენ დღემდე და ქართული ტრადიციებით ცხოვრობენ. თურქეთში ასევე ლაზები, იშვიათად ქორწინდებიან უთვისტომო თურქებზე და მათაც ქართველობა შეინარჩუნეს. ჩვენ ვიცით, რომ თურქი ერი სილამაზით არ გამოირჩევა, თუმცა თურქეთი სავსეა ულამაზესი ხალხით, ესენი ლაზები არიან. მათმა ეროვნულმა ტრადიციამ განაპირობა მათი ისტორიული უნიკალური დნმ-ის შენარჩუნება.