დიდება გმირებს! ერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან

საქართველოს ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი გასული წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი,  გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს გმირის ხსოვნას პატივს მიაგებენ  პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები.