“ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ ბექა ნაცვლიშვილი და ეკა ბესელია, მანამდე კი ლევან გოგიჩაიშვილი.

“ქართულ ოცნებაში” 112 დეპუტატი დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.