პრეზიდენტის სასახლეში უფროსკლასელებისათვის პირველი ექსკურსია მოეწყო

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ქეთი მახარაშვილმა, რომელიც უმცირესობების საკითხებს კურირებს, გურიის მუსლიმი თემით დასახლებული ორი სოფლიდან – ნასაკირალიდან და ზოტიდან ჩამოსულ უფროსკლასელებს უმასპინძლა.
ბავშვები თბილისში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდისა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პროექტის ფარგლებში იმყოფებიან და სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.
უფროსკლასელებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და შენობის ისტორიას გაეცნენ.
ქეთევან მახარაშვილი უფროსკლასელებს განათლებისა და ცოდნის მიღების საჭიროებაზე,
თვალსაწიერის გაფართოებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია,
რომ პირველი ექსკურსია მაღალმთიანი რეგიონებიდან  ჩამოსული ბავშვებისათვის მოეწყო. მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა და დედაქალაქში მიმდინარე ღონისძიებებში ჩართვის ხელშეწყობა უაღრესად მნიშვნელოვანია.