აბაშიძე – შეხვედრის ფორმატი კონკრეტულ საკითხებზეა ფოკუსირებული

დღეს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძის თქმით, შეხვედრის ფორმატი უფრო კონკრეტულ საკითხებზეა ფოკუსირებული.

“შეხვედრა ითვალისწინებს ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. ასევე, აუცილებლად შევეხებით 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ. ასევე, ვისაუბრებთ იმ ვითარებაზეც, რაც ოკუპირებულ რეგიონში არის, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. სულ უფრო რთული ხდება ადამიანების მოძრაობა საოკუპაციო ხაზზე, შეზღუდვები სულ უფრო მკაცრდება. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები შიგნით – ყველაფერი, რაც ხდება, სამწუხაროდ, უკეთესობის იმედს ვერ იძლევა. ამაზე აუცილებლად მექნება საუბარი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.