„ჩოჩელი ყალბი არ არის, მან ჩვენი იცის, ჩვენ მისი, ის ჩვენი არჩევანია!“

მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ძეგვის ამომრჩეველს შეხვდა. ძეგველებმა ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგები უკვე იცოდნენ, შედეგი არ გაჰკვირვებიათ და განაცხადეს:

  -„სასიამოვნოა კვლევებია, მაგრამ არაა საჭირო . ბატონი ცეზარი ჩვენი არჩევანია. მას მხოლოდ მცხეთელები კი არა, სრულიად საქართველო აძლევს ხმას. ხალხს ასაქმებს და უანგაროდ ეხმარება მარტო ნაცნობს კი არა, უცნობებსაც. დიახ, ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირი ადამიანები“.

ცეზარ ჩოჩელმა როგორც სხვა შეხვედრებზე, ძეგვშიც ნაკლები ისაუბრა და უფრო მოსახლეობას მისცა საშუალება თავიანთი აზრი გამოეხატათ და პრობლემებზე ესაუბრათ, პრობლემები კი ძეგვშიც, როგორც სხვა სოფლებშიც საკმაოზე ბევრია.

-„ადამიანი უნდა იყოს, თორემ სულ არ მაინტერესებს არც ერტი პარტია, ვინ რა გაგვიკეთა? მოვიდნენ თანამდებობებზე და ხალხი დაივიწყეს. ჩოჩელს ხმას იმიტომ ვაძლევ, რომ დეპუტატიც რომ იქნება, კარებს არ მომიჯახინებს და სხვებთან არ გადამამისამართებს, შეუძლია? ვიცი დამეხმარება! თუ არ შეუძლია-და იმედს ხომ მაინც მომცემს, პასუხს ხომ გამცემს და უპატრონო ძაღლივით კარებისკენ არ მიმითითებს. ხალხის შვილია, მან ჩვენი იცის, ჩვენ მისი. განა ეს ცოტაა იმისთვის რომ ხმა მივცე?“-განაცხადა ქალბატონმა, რომელსაც ძალიან უნდოდა ახლოს მისულიყო და კანდიდატისთვის ხელი ჩამოერთვა.

14203271_151063975343286_6768087923860777042_n 14291756_151064175343266_2303035752675109308_n

-„ჩოჩელი ყალბი არ არის, მერე რა, თუ ტრაფარეტულ სიტყვებს არ ისვრის და არ დემაგოგობს სხვებივით, საქმეს აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს კიდეც. დარწმუნებული ვარ მისი სახით ჩვენი ხმა ყოველთვის გაისმება პარლამენტში, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანობაა“-თქვა შეხვედრაზე მისულმა მამაკაცმა.

14192073_151064218676595_498909247015148183_n 14212032_151064465343237_4465527685745980797_n

სადაც ცეზარ ჩოჩელი ხალხთან შეხვედრას მართავდა, იქ მისი ოპონენტების საარჩევნო პლაკატები იყო გაკრული, ზოგი ვიღაცას ჩამოეხია, ზოგზეც სხვა კანდიდატის პლაკატი იყო გადაკრული. ჩოჩელმა იქ მყოფთ სთხოვა არც ერთი კანდიდატის პლაკატი არ დაეზიანებინათ.

14203298_151063938676623_2959531930566280703_n

კიდევ ერთი-ცეზარ ჩოჩელის შეხვედრებზე ახალგაზრდობა ყოველთვის ესწრება, ბავშვებს ხომ თვლა არ აქვს…

14202690_151063985343285_1267605633166177959_n 14292434_151064085343275_1790079587081258816_n

11 სექტემბერს 12.00 საათიდან 13. 00 საათამდე  ცეზარ ჩოჩელი მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მოსახლეობას შეხვდება.

სოციოლოგიური კვლევის შედეგები იხ. ლინკზე:

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%98%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90/

 

კომენტარის დატოვება