პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერი და დედაქალაქის მერი დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრებიან.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.

ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა დანიშნული.

იხ.

https://www.gmtv.ge/55747-2/