“მაქვს უდიდესი სიმპათია, მაგრამ, ბატონო გიორგი, კადრებს მიხედეთ, კადრებს!!!”

უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი, რომელიც გამოირჩევა სამართალდამცველი უწყებების დაცვით, არ მალავს სიმპათიას მინისტრის მიმართ, დღეს გიორგი გახარიას საჯაროდ მიმართავს და საკადრო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.

-გუშინ ვუყურებდი გახარიას გამოსვლას და ერთ რამეზე დავფიქრდი: „TV პირველზე“ შს მინისტრი, როგორც ჩანს, იმ იმედით მიიწვიეს, რომ „ბრძოლას“ მოუგებდნენ, მაგრამ გახარიამ ეს „ბრძოლა“ 10:0 მოიგო. მან ბიზნეს მოთამაშეების მხრიდან მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების გაბათილება შეძლო. როგორც ყველას, ისე მეც გახარიას მიმართ მაქვს უდიდესი სიმპათია, ერთადერთი პრეტენზია, რაც მე მასთან მაქვს, ეს საკადრო პოლიტიკას უკავშირდება.

წარსულს თუ გადავავლებთ თვალს და ვანო მერაბიშვილს გავიხსენებთ, რომელიც ამბობდა, რომ ყველაფერს აკონტროლებს – ბევრი სისხლიც დაღვარა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ის სწორედ მისმა საკადრო პოლიტიკამ გადაიყოლა. თუმცა, დღეს ისინი ყველანი მაღალ თანამდებობებზე არიან. ზოგიერთი მათგანი დაწინაურდა კიდეც. მათ, უმეტეს წილად, პირადი ინტერესები ამოძრავებთ და საკუთარი ბიზნესის ლობირებით არიან დაკავებულნი. ამ კატეგორიამ გაყიდა ვანო მერაბიშვილი, რომელიც ერთ დროს უძლეველი ეგონათ. ისინი ერთ წამში გაგყიდიან თქვენც, ბატონო გიორგი.
უხეში შედარებაა მარამ მწარე რეალობა .

ასე რომ, ბატონო გიორგი, გირჩევთ, ისწავლოთ სხვის შეცდომებზე, გადახედეთ საკადრო პოლიტიკას. ამით თავსაც დაიზღვევთ და არაპროფესიონალებსაც ჩამოაშორებთ შსს-ს.