100 დღე საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან

25 მარტს, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტისმიღებიდან 100 დღე სრულდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგ​ოშვილი მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, შეხვედრა სასტუმრო„თბილისი რუმსში“ გაიმართება, სადაც საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებზე იმსჯელებენ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან – ევროკავშირი (EU) და გაეროსგანვითარების პროგრამა (UNDP).