„სქესობრივი გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით“

სოფო კილაძე

-მე ვამაყობ იმით, რომ ბავშვის კოდექსით, პირველად საქართველოს ისტორიაში, კანონის დონეზე შემოგვაქვს სიტყვა-სამშობლო და რომ ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული და კულტურული ღირებულებების პატივისცემა.
კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით.

“სამწუხაროდ, ვიწრო ჯგუფის მიერ მოხდა საზოგადოების ნაწილისთვის ძალიან არასწორად მიწოდება ამ კოდექსის იდეის, თითქოს ჩვენ ბავშვებს ვართმევდეთ ოჯახებს, სახლებში ვუვარდებოდეთ, ვაკანონებდეთ გარყვნილებას, შემოგვქონდეს სექსუალური აღზრდის გაკვეთილები და ვაზარებდეთ ბავშვებს საკუთარ სამშობლოს, ენას და ტრადიციებს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის.

ძალიან ვამაყობ იმით, რომ საქართველოში, ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო“ და ის, რომ ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, ჩვენი კულტურული ტრადიციების და კულტურული ტრადიციების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ. ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ“.

https://www.facebook.com/SopoKiladzeOfficial/videos/401427344030773/