კალაძე: კარგი სიახლე ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის…

თბილისის მერმა სხვა საკითხებთან ერთად

იხ.

https://www.gmtv.ge/56470-2/

ხაზი გაუსვა საბავშვო ბაღებში დაგეგმილ სიახლეს.

-ძალიან კარგი სიახლე გვაქვს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის, საბავშვო ბაღების სააგენტო 2550 აღმზრდელს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადაამზადებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სპეციალური ტრენინგ-კურსის განსახორციელებლად უკვე გამოცხადებულია ტენდერი, შემუშავეული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც მოიცავს თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ გაკვეთილებს.

ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ პატარების აღზრდის პროცესს, იმას, რომ ისინი იმყოფებოდნენ ნორმალურ გარემოში, დაწყებული გვაქვს ახალი ბაღების მშენებლობა, დღეისათვის 61 ათსი პატარა გვყავს ბაღებში, მოთხოვნა კიდევ ძალიან ბევრია და ყოველწლიურად იზრდება, ჩვენც დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლებში რამდენიმე ათეული ბაღის მშენებლობა“-განაცხადა კალაძემ.