„ოპოზიცია ტყუის და ბავშვებით სპეკულირებს…“ – ტალიაშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეზე

თამარ ტალიაშვილი ოპოზიციას მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით პასუხობს.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის მარინა  დათუკიშვილის სხდომაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს, სადაც დათუკიშვილმა წარმოადგინა   მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობის  გასხვისებასთან დაკავშირებით.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თუ ადრე საქმე ეხებოდა  ტყუილების ტირაჟირებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ახლა ისინი ამ ტყუილების ფორსირებას ახდენენ.

,,მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ათასობით ბავშვს, თქვენ მაინც სპეკულირებთ ამ  თემით და  სტრესულ მდგომარეობაში აგდებთ  სასახლის ათასობით მოსწავლესა და მათ ოჯახებს’’.

თამარ ტალიაშვილის განმარტებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობა  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია თბილისისთვის. შესაბამისად, მისი აღდგენა-რეკონსტრუქცია 2019 წლის პრიორიტეტული პროექტია, რისთვისაცბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კულტურულ მემკვიდრეობასთან შემხებლობას, მან ასობით  კულკურული მემკვიდრეობის ძეგლი აღადგინა. რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, ფიროსმანის ნახატების ჩვენი ქვეყნისთვის ჩუქებისა და სხვა საკითხებს რომ არ ჩამოვყვეთ.’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა