“წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი!..”

1907 წლის 12 სეტემბერს მოკლეს ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

გალაკტიონ ტაბიძე

1920

წიწამურში რომ მოკლეს ილია,

მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი,

ძველი სიმღერა და იდილია,

ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.

მოჰქონდათ წინათ პასტორალები,

ბაღთა მნათობით გადამთოვრება,

როგორ ოხრავენ მთაზე ქალები,

რა მშვიდი  იყო მათი ცხოვრება.

დრო იყო:ომის აუსახველი.

დღეებს იმედი  ესაკილება,

რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი,

რა დიდი  იყო  მათი  დიდება.

დადგა ცხრაას რვა, ახალი  ლანდი

ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერ

ახალი წვიმა, ქარი, დალანდი

და მთელი ხანა წიგნის:„Crâne aux fleurs“.

“ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა”

maxresdefault

კომენტარის დატოვება