პროტესტმა შედეგი გამოიღო, 14 აპრილი “დედა ენის” დღედ გამოცხადდა

14 აპრილს საქართველოში “დედა ენის” დღე აღინიშნება, რომელიც  1978 წლის მოვლენებს უკავშირდება. 

სწორედ ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

საქართველოში მასობრივი შეკრებები დაიწყო, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა.

თბილისს ასევე შეუერთდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქი და რაიონი.

პროტესტმა შედეგი გამოიღო. კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი კი “დედა ენის” დღედ გამოცხადდა.