ზურაბ ქადაგიძე პოლიტიკაში ჩაერთო

-„მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო არასამათავრობო სექტორი და აქტიურად ჩავერთო პოლიტიკაში, სრულად ვიზიარ და ვგრძნობ დიდ პასუხიმსგებლობას, რომელსაც ჩემი გუნდი და ვაზისუბნის ამომრჩეველი მანიჭებს. გადაწყვეტილება პოლიტიკაში წავლის შესახებ ადვილად არ მიმიღია, როგორც მოგეხსენებათ, ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში მუდამ ვიდექი მოსახლეობის გვერდით და თითოეული თქვენგანის უფლებებს ვიცავდი, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ მოვიდა დრო არასამთვრობო სექტორიდან წავიდე პოლიტიკაში, რათა ქმედითი ნაბიჯებით შევძლო მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა. ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე მე მჭირდებოდა ახალი გამოწვევა, საჭირო იყო გადავსულიყავი ცხოვრების ახალ ეტაპზე, ეს ახალი ეტაპი კი პოლიტიკა გახლდათ, რომელიც ჩემი მოღვაწეობის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ღრმად მწამს შევძლებ მოსახლეობის იმედების გამართლების და გამარჯვების შემთხვევაში გავაუმჯობესებ თითოეული ვაზისუბნელის ყოველდღიურ ცხოვრებას“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: ვაზისუბნის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ, ვაზისუბნის საარჩევნო ოლში საკუთარ ამორჩეველს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ქადაგიძე წარუდგინა და მომავალ არჩევნებში წარმატება უსურვა, მოგეხსენებათ ირაკლი აბუსერიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილებს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად მან უარი თქვა საკრებულოს მანდატზე და პარლამენტის წევრობისთვის განაგრძობს ბრძოლას.

 

კომენტარის დატოვება