ზესტაფონის მერობისთვის გოგი წულაია იბრძოლებს

ზესტაფონის მერობისთვის “თავისუფალი საქართველოდან” გოგი წულაია იბრძოლებს. წულაია ზესტაფონელ ამომრჩევლებს დღეს პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ წარუდგინა.

წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”,  ,,ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა” და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.