„პრემიერ-მინისტრს მოუწევს ახსნა…”

ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლებას ლევან გოგიჩაიშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ პრემიერს მოუწევს ასუხის გაცემა.

„პრემიერ-მინისტრს მოუწევს ძალიან კარგად ახსნას, ჩვენთვის, დეპუტატებისთვის, საზოგადოებისთვის, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ იმ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ დიდი თანამდებობის პირს, ეკონომიკის მინისტრს, იმიტომ, რომ მაგაზე უარეს სისულელეებს საუბრობს ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს პოლიტიკური თვალსაზრისით,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.