“მთავრობა ხალხს თვალში ნაცარს აყრის, ფსიქოტროპული მედიკამენტები ისევ ხელმისაწვდომია!”

     R 

ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ნუცუბიძის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი კონსტანტინე დონაძე განცხადებას ავრცელებს :

“მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ პრობლემა, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა. ვსაუბრობ აფთიაქებზე, სადაც უკანონოდ და მალულად ხდება ფსიქოტროპული საშუალებების გაყიდვა. ეს ყველაფერი ხდება, როგორც სრულწლოვან, ასევე არასრულწლოვან ახალგაზრდებზე. საქმე გვაქვს ახალგაზრდა თაობის გენოციდთან, ამით ქვეყანა დგას უდიდეს პრობლემის წინაშე, რეალურად ამ ახალგაზრდების მასა არის ჭაობში.

მთავრობა გვიქმნის ილუზიას, რომ ეს პრობლემა გადაჭრილია, სინამდვილეში კი ეს არის ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და სრული სიცრუე, ამ ადამიანებს კვლავ უპრობლემოდ მიუწვდებათ ხელი ფსიქოტროპულ პრეპარატებზე.

ეს პრობლემა არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი, სწორედ ეს იქნება იმ მრავალ პრობლემათაგან ერთ-ერთი პირველი, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ და ამავე პარტიის ვაკის მაჟორიტარი კახი ნუცუბიძე მოაგვარებს.”

კომენტარის დატოვება