სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში გაემგზავრნენ

„გარეჯა ჩვენია!“ – ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ადგილზე გააპროტესტებენ.

საზოგადოების წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფის და მათ შორის, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები, უკვე გაემგზავრნენ თბილისიდან გარეჯის მიმართულებით.

პროტესტს შეუერთდებიან საგარეჯოში მცხოვრები მოქალაქეებიც. აქციის მონაწილეებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეზღუდვები, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დააწესა.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა.

აქციაა დაანონსებული დღეს აზერბაიჯანის საელჩოსთან.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/57647-2/