რა მოხდა ქუთაისში – ხალხი თეატრის ეზოში ჩაკეტეს? (ვიდეო)

დავით ცხვარაძე

მესხიშვილის თეატრის შენობის ეზოში ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის მოლოდინში მოქალაქები თეატრის სკვერში ჩაკეტეს, სადაც რამდენჯერმე მცირე ინციდენტიც დაფიქსირდა,მოხდა მოქალაქეებსა და დაცვას შორის სიტყვიერი დაპირისპირებებიც, მოქალაქეები ივანიშვილთან შეხვერდას და „ტყვეობიდან“ გამოსვლას ითხოვდნენ, მრავალშვილიანმა დედამ, მარინე დახუნდარიძემ და იპოთეკით დაზარალებულებმა ჯერ ივანიშვილის ესკორტს, შემდეგ კი მათთვის გაურკვეველ ავტომობილს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

1s 2s 3s%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%90

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი განზრახ, ივანიშვილის დაცვამ თეატრის სკვერში ჩაკეტა რათა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თეატრის მთავარი შესასვლელიდან გაეპარებინათ,  მოქალაქეებმა საპატრულო პოლციაც გამოიძახეს.

მესხიშვილის თეატრის წინ იპოთეკით დაზარალებულების გარდა “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

„ივანიშვილი ქუთაისში მოსახლეობას გაეპარა“ – აცხადებს სვეტლანა ახალაია.

 

კომენტარის დატოვება