რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთიდან მომავალი ბაიკერების კოლონა ქართულმა მხარემ ლარსის გამშვებ პუნქტზე არ შემოუშვა. საერთაშორისო მედიით, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში 30 ბაიკერისგან შემდგარი ჯგუფი აპირებდა შემოსვლას. ისინი საბერძნეთში საქართველოს გავლით ბაიკერთა შეკრებაზე მონაწილეობისთვის მიდიოდნენ.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. თუმცა, უწყება არ აკონკრეტებს იყვნენ თუ არა მათ შორის ე.წ. კლუბ “ღამის მგლების” წევრი ბაიკერები.

რატომ მოდიოდნენ ან სად მიდიოდნენ ბაიკერები ორი ერთნაირი ვერსია არ არსებობს, ისინი სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ.