უშველის თუ არა იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემას ფიზიკური პირის გაკოტრების მექანიზმის ამოქმედება?

იპოთეკით დაზარალებულ ადამიანთა პრობლემები დაპირებების მიუხედავად მაინც მწვავედ დგას. სპეციალისტები ერთ-ერთ გამოსავლად ფიზიკური პირის გაკოტრების მექანიზმის ამოქმედებაში ხედავენ.

რას ნიშნავს  ფიზიკური პირის გაკოტრების მექანიზმი და რამდენად შეძლებს იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარებას?

ამ საკითხზე სამართლის დოქტორი, ადვოკატი როინ მიგრიაული ამბობს, რომ პირველ რიგში საჭიროა პროცესების სამართლებრივი რეგულირება.

-„ქვეყანაში უნდა არსებობდეს ფიზიკური პირებისთვის პრობლემისგან თავის დაღწევის მექანიზმი. ასეთი მექანიზმი გათვალისწინებულია გაკოტრების კანონმდებლობაში. ასეთი კანონდმებლობა ჩვენს გაგვაჩნია, რომელიც გადახდის უუნარობის კანონშია მოქცეული, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მოქმედი კანონი არ იცნობს ფიზიკური პირის გაკოტრებას. 2007 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი, რომელმაც გააუქმა გერმანელი ექსპერტების მიერ შემუშავებული ძველი კანონი, რომელშიც ფიზიკური პირის გაკოტრება გათვალისწინებული იყო და მართლაც კარგად მუშაობდა 10 წლის განმავლობაში. შემდეგმა კანონმა კი არ გაითვალისწინა ფიზიკური პირი, როგორც გაკოტრების სუბიექტი. ამით მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან გაკოტრება, კომპანიებთან მიმართებაში არის ერთგვარი გამოსავალი ამ კომპანიის გადარჩენაში. ფიზიკური პირის მიმართაც მთელი რიგი რეგულაციები არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს მაგალითად ფიზიკური პირის ვალებისაგან გათავისუფლება.

დღეს „შავ სიაში“ 100 ათასზე მეტი ფიზიკური პირია შეყვანილი როგორც მოვალე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა როგორც მოვალემ დაიწყოს აქტიური სამართლებრივი ქმედებები, მათ ბანკები კრედიტს არ მისცემენ, თუ სადმე ხელფასი დაუფუქსირდათ დაუყადაღდებათ, ანუ სახელმწიფოსთვის ეს პირები არიან სამართლებრივად უუნარო სუბიექტები. სახელმწიფოს არ აწყობს ჰყავდეს ასეთი მოქალაქეები, სახელმწიფოს აწყობს ჰყავდეს აქტიური მოქალაქეები. ფიზიკური პირის გაკოტრების მექანიზმის ამოქმედებით კი მოხდება ამ სუბიექტების გააქტიურება. ამ დროს მათ უკვე შეეძლებათ დაიწყონ აქტიური სამართლებრივი ცხოვრება, დადონ გარიგებები, დაიწყონ მუშაობა და იმ პერიოდში, რა პერიოდშიც მოქალაქეს სააღსრულებლო დაცვა იცავს, ქონება, რომელსაც აგროვებს ხდება დაცული ინება კრედიტორებისგან. გერმანიაში მაგალითად სააღსრულებლო დაცვის პერიოდი 7 წელია, ანუ 7 წელი სახელმწიფო უფრთხილდება ასეთ პირს და კრედიტორებს აჩერებს, რმ მოვალებ შექმნას დოვლათი და შეძლოს არსებული ვალების გადახდა. დაახლოებით ასეთ მექანიზმზე უნდა ფიქრობდეს სახელმწიფო, ეს 100 ათასი კაცი ამოიყვანის მოვალეთა რეესტრიდან, გააცოცხლოს სამართლერივად და მისცეს მათ გააქტიურების საშუალება.

 

კომენტარის დატოვება