მშობლების საყურადღებოდ! თუ საზაფხულო ბაღებში ელექტრონულად ვერ შეძელით ბავშვის რეგისტრაცია…

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

მშობლების საყურადღებოდ! თუ საზაფხულო ბაღებში ელექტრონულად ვერ შეძელით ბავშვის რეგისტრაცია, შეგიძლიათ მობრძანდეთ სააგენტოში, სადაც ჩვენი კონსულტანტები გაგიწევენ დახმარებას მთელი დღის განმავლობაში: ჩვენი მისამართია: ა.მიცკევიჩის 29ა, მეორე სართული.

ამასთანავე, რეგისტრაციის გადამოწმება შეგიძლიათ რეგისტრაციის გვერდის ბოლოში არსებულ ველში “გადაამოწმე რეგისტრაცია ბავშვის პირადი ნომრით”.

უკვე დარეგისტრირებული ბავშვის საბუთების წარდგენის შესახებ ინფორმაცია კი გადაამოწმეთ კონკრეტულ საბავშვო ბაღში.