თბილისის საკრებულო მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს უერთდება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული” წელს მეორედ გაიმართება.

პროექტი თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირეულის ფარგლებში,  საკრებულოს 24  მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით, 500-მდე მოსწავლე, თბილისის ათივე რაიონიდან დაათვალიერებს და ჩაერთვება მუზეუმებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში.

 მისამართი: ილია ჭავჭავძის მემორიალურისახლმუზეუმიმისამართი: . ჩუბინაშვილის ქ. N22

საკონტაქტო: თამარ კვირტია 5 7717 3004