დააპატიმრებენ თუ არა ჟურნალისტს, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს…

ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტის, ლევან თორიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ.

ჟურნალისტს გამოძიება ძალადობის მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სანდრა რულოვსს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

ძალადობის გარდა, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენელი იდგა, იღებდა ინტერვიუს, წერდა სიუჟეტს კონკრეტულ პირთა და ამ შემთხვევაში მასთან მივიდნენ და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხელი შეეშალა მას თავისი საქმიანობის განხორცილებაში, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მედიის წარმომადგენელს, რომელიც გამოდის ქუჩაში, წერს ინტერვიუს, იღებს ინტერვიუს და ახორციელებს თავის ჟურნალისტურ საქმიანობას, ის იყოს აბსოლუტურად დაცული და ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად განახორციელოს მისი საქმიანობა,“ – განაცხადა საია-ს მარიამ გოგოსაშვილმა.

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მასზე 4 წლის წინ მომხდარი თავდასხმა ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ახლა კი მას ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში.

ინციდენტი ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჟურნალისტი დადიანების სასახლეში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატ სანდრა რულოსვთანსაავტორო გადაცემას წერდა, როდესაც მას თავს ხუთკაციანი დაჯგუფება დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ამ საქმეზე დაკითხეს.

სასამართლო სხდომა ჩანიშნულია იმ კვირაში და მოსამართლე ჟურნალისტისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეარდებაზე იმსჯელებს.