პაატა მხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს.

-„ვაგრძელებ ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან, მეტწილად შებინდებულზე გვიწევს თქვენთან შეხვედრა, ალბათ ამიტომაც, ბოლო დროს, ყველაზე მეტი შენიშვნაც არასაკმარისი გარე განათების თემაზე დაგვიგროვდა. თუმცა, აქვე მადლობას გიხდით ობიექტურობისათვის. თქვენივე შეფასებით, ბოლო წლებში რუსთავში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: განვითარდა საქალაქო ინფრასტრუქტურა, გადაიჭრა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი მრავალი კომუნალური და საყოფაცხოვრებო პრობლემა, მოწესრიგდა საინჟინრო კომუნიკაციათასისტემა… ყოველივე ამან მყარი საფუძველი ჩაუყარა მდგრადი განვითარების შეუქცევად პროცესს, რომლის საბოლოო მიზანია თანამედროვე ტიპის ქალაქის ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს მრავალი პრობლემა, ჯანსაღი ეკონომიკური პროცესების დინამიკა ქმნის შემდგომი განვითარების რეალურ წინაპირობას.

დადგა დრო, როდესაც დაგროვილი პრობლემების გადაჭრა სისტემური მიდგომით და მაქსიმალურად დაზუსტებულ ვადებში უნდა განხორციელდეს.

პირობას გაძლევთ, დროს არ დავკარგავთ ძველი ხელისუფლების შეცდომებზე გადაბრალებასა და ქილიკში, შევინარჩუნებთ პოზიტიური წამოწყებების მემკვიდრეობითობას, გავაგრძელებთ სწრაფი განვითარების გზით თითოეული ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვას“-განაცხადა შეხვედრაზე კანდიდატმა.

14292383_1207664729299459_7267380783973908994_n 14292454_1207664529299479_9153341406499728704_n 14364643_1207664899299442_7731660551546822095_n 14370093_1207664625966136_8832596292467637861_n

კომენტარის დატოვება