“გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რატომ მოხდა კოჰაბიტაცია!..”

ალექსანდრე ახალკაცი

პოლიტპატიმარი, მწერალი

-რა გვიჩვენა გუშინდელმა შუალედურმა არჩევნებმა?? ხალხი ორ პოლარიზებულ პარტიას შორის აკეთებს არჩევანს, ეს ხდება რეგიონებში ძირითადად. თბილისი მესამე ძალის ძიებაშია, მაგრამ ამ მესამე ძალამ გუშინ ხმები დაქსაქსა, ყველას პოლიტიკური ლიდერობა სურს, ყველას პარლამენტარობა სურს, ამ ბრძოლაში კი ხალხს პესიმიზმი უნდობლობაში გადასდის. მესამე ძალას არ გყავდათ პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მინიმუმ ქარიზმა ექნებოდა, რომელსაც ხალხი ნდობას გამოუცხადებდა. 1-2-3 %_ ებზე არ ვილაპარაკოთ. ხალხი კიდევ ერთხელ დაზარალდა, დაზარალდა ჩვენი ქვეყანა. მესამე ძალა, მესამე ძალა გავიძახით, სადაა ეს მესამე? მე ვერ ვხედავ.

პატივს ვცემ ყველ მესამე ძალის წარმომადგენელს, მაგრამ თქვენ ხალხმა გუშინ არ მოგცათ ხმა. ხმის მიცემაში ვგულისხმობ იმდენს რაც საჭირო იქნებოდა მინიმუმ მეორე ტურისთვის.

ნუ დაიწყებთ, ფულმა მოიგო, დააშინეს, მოისყიდეს, ჩვენ ფინანსები არ გვქონდა და ასეთებს. თუ თქვენს თავში ეპოქალურ პიროვნებას ხედავთ, თუ თვლით რომ შეგიძლიათ იყოთ ჩვენი ხალხის და სამშობლოს ლიდერი, თუ ფიქრობთ რომ სწორედ თქვენ შეგიძლით ამოგვიყვანოთ ამ ჭაობოდან შიშველი ხელებით აკეთეთ საქმე და ის ფული რაზეც წუწუნებთ გაჭირვებულ ოჯახებს, ჩვენი მთავრობისგან ხელნაკრავ სოც. დაუცველ, ლტოლვილ, მშიერ, მრავალშვილიან, გაჭირვებულ ხალხს მოახმარეთ.

გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რატომ მოხდა კოჰაბიტაცია. ოცნება მანამდე იქნება ხელისუფლებაში სანამ ნაცები იქნებიამ მთავარ ოპოზიციურ ძალად!