გიორგი გოგლიჩიძე ეტლით მოსარგებლე პირველი მერია

ზესტაფონს ახალი მერი ჰყავს. შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ის პირველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იქნება, ვინც მერის პოზიციას დაიკავებს. გოგლიჩიძე ეტლით მოსარგებლეა.

„როდესაც წინასაარჩევნოდ გავედით მოსახლეობაში, ზუსტად იმ დღესვე ვთქვი, რომ ჩვენ პირველ ტურში დავამთავრებდით არჩევნებს. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომელმაც გამომიცხადა მხარდაჭერა, თანადგომა და თითოეული მათგანი ყოველდღიურად ნახავს ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც მე საუბარი მქონდა, ყოველდღიურ რეჟიმში თუ რა კეთდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. აქვე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავებს, რომლებმაც დღეს აღკვეთეს ყველა ის ფაქტი, რომლის პროვოცირებას ფიქრობდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები,“ – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.