ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა სიტუაცია უმართავი გახდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაცია თანდათან იძაბება.  ე. წ. ოპოზიციამ აქციები ისევ დააანონსა. მათ დილიდან რამდენიმე ადგილას გზა გადაკეტეს. ისინი ამჯერად პრეზიდენტ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. გასულ ღამეს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვისას მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სცადეს. “ჩვენ მთავარი გზის დაბლოკვით მთავრობას დავანახეთ რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია და თუ ხალხის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისევ გაგრძელდება მთავარი გზის გადაკეტვა.”

https://www.youtube.com/watch?v=0JiYQ1SENBw

ცოტა ხნის წინ დეფაქტო აფხაზეთის ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას მოწამვლის შესახებ განგაში ატეხა. მათ განაცხადეს, რომ ბჟანიას ორგანიზმში ლაბორატორიული კვლევის შედეგად  ვერცხლისწყლის მაღალი დოზა დაფიქსირდა.
მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე საპრეზიდენტო არჩევნების ივლისიდან შემოდგომაზე გადატანას ითხოვენ.