რა ბედი ეწევა ხელფასის გარეშე დარჩენილ ასობით ადამიანს?…

ნინო გოგოლაშვილი

სამოქალაქო მოძრაობის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი

-სიღნაღის მერმა გოგი გოგილაშვილმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო ხარჯები, 20 000 ლარით გაიზარდეს.

რამდენიმე დღის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ცვლილებების თანახმად, ხარჯვითი ნაწილის შემცირების ხარჯზე, სიღნაღის მერმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო თანხები, 20 000 ლარით გაიზარდეს.

საბიუჯეტო წლისთვის განსაზღვრული ფული კი უკვე გახარჯულია. შედეგად, ხელფასის გარეშე რჩებიან საბავშო ბაღის, სამუსიკო და საბიბლიოთეკო გაერთიანებაში დასაქმებული ადამიანები. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, “აიპებზე” გასაცემი ხელფასისთვის თანხები აღარ არის დარჩენილი. იქ დასაქმებულ ასობით ადამიანს კი, გაურკვეველი ვადით ანაზღაურების გარეშე მოუწევს მუშაობა. “სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის წარმომადგენლის ნონო გოგოლაშვილის კითხვაზე, თუ როდის მიიღებენ “აიპებში” დასაქმებული ადამიანები ხელფასს, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მალხაზ სიფრაშვილმა უპასუხა, რომ ხელფასი თანამშრომლებს ბიუჯეტში გადასახადების შესვლის შემდეგ დაურიგდებათ.

📣 საბავშვო ბაღებს, მუსიკალური სკოლების, საბიბლიოთეკო გაერთიანების, საუზეუმო გაერთიანების და ჯამში 8 აიპის, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება ხელფასი დღემდე არ მიუღიათ,

🆘️ სიღნაღის ბიუჯეტში გარღვევაა !
🔴 სად გაქრა ეს თანხები რომელიც საბიუჯეტო წლის დასაწყისში დამტკიცდა?
⭕რა ბედი ეწევათ ამ თანამშრომლებს? ⭕ვინ აგებს პასუხს?
⭕კითხვებზე პასუხები არ არსებობს… ❌მერიაში პასუხისმგებელი პირები სამოგზაუროდ არიან წასულები ჟურნალისტების ზარებს მერი, გოგი გოგილაშვილი არ პასუხობს, ხოლო მერის მოადგილე თემურ ბალარჯიშვილი აცხადებს, რომ აზრზე არ არის რახდება
⭕ვისუნდა მოსთხოვოს პასუხი ასობით უხელფასოდ დარჩენილმა თაბამშრომელმა?
⭕გუბერნია რატოა სირაქლემას პოზიციაში?
სრული კოლაფსია…

 საბიუჯეტო წლისთვის განსაზღვრული ფული კი უკვე გახარჯულია. შედეგად, ხელფასის გარეშე რჩებიან საბავშო ბაღის, სამუსიკო და საბიბლიოთეკო გაერთიანებაში დასაქმებული ადამიანები. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, “აიპებზე” გასაცემი ხელფასისთვის თანხები აღარ არის დარჩენილი. იქ დასაქმებულ ასობით ადამიანს კი, გაურკვეველი ვადით ანაზღაურების გარეშე მოუწევს მუშაობა. “სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის წარმომადგენლის ნონო გოგოლაშვილის კითხვაზე, თუ როდის მიიღებენ “აიპებში” დასაქმებული ადამიანები ხელფასს, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მალხაზ სიფრაშვილმა უპასუხა, რომ ხელფასი თანამშრომლებს ბიუჯეტში გადასახადების შესვლის შემდეგ დაურიგდებათ.🔴 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთადერთი შემოსავალის წყარო, მიწის გადასახადებია. მიწის მფლობელები კი, გადასახადებს ნოემბრის თვეში იხდიან. რა ბედი ეწევა ხელფასის გარეშე დარჩენილ ასობით ადამიანს, ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.