2013-17 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავები და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობა

IDFI-ის ანალიზი 👉 2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავები და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობა: http://bit.ly/2Mg7bWn

 

🔹 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში სულ 1,543 გადაწყვეტილება შევიდა;

 

🔹 ყველაზე მეტი/831 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ იყო;

 

🔹 სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად საჯარო დაწესებულებებს სულ 1,631,603.36 ლარი დაეკისრათ;

 

🔹 პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციას დაეკისრა – 188,780.60 ლარი;

 

🔹 სამინისტროების შემთხვევაში ყველაზე დიდი თანხა – 135,974.8 ლარი დაეკისრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

 

🔹 საჯარო დაწესებულებებზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში – 57,909 ლარი;

 

🔹 სამინისტროებს შორის დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემთხვევაში – 7,157 ლარი.