საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველმა პარტია „სირიზამ“ მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო ოპოზიციურ „ნეა დიმოკრატიასთან“ (ბერძ. Νέα Δημοκρατία), ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი იძულებული გახდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.

საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 7 ივლისს გაიმართება.