ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-24 ივლისს ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიანი ეროვნული  გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 24 ივლისამდე გაგრძელდება.

გამოცდების განრიგი:

1-2 ივლისი – ქართული ენა და ლიტერატურა;
1 ივლისი – აფხაზური ენა;
1 ივლისი – ოსური ენა;
3-4 ივლისი – ზოგადი უნარები;
5 ივლისი  – მათემატიკა;

უცხოური ენა:

8-9 ივლისი – ინგლისური ენა;
8 ივლისი  – რუსული ენა;
8 ივლისი  – გერმანული ენა;
8 ივლისი  – ფრანგული ენა;

10 ივლისი  – ქიმია;
11 ივლისი  – ბიოლოგია;
12 ივლისი  – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
15 ივლისი  – ისტორია;
16 ივლისი  – გეოგრაფია;
19 ივლისი – სამოქალაქო განათლება;
22 ივლისი – ლიტერატურა;
23 ივლისი  – ფიზიკა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიმდინარე წელს 41 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში არსებულ 23 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.