“ქართული მარშის” კიდევ ერთი წევრი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან “თბილისი პრაიდის” მონაწილე ცდილობდა პოლიციის კორდონს მიღმა გასვლას, 2 უცხოელ მხარდამჭერთან მისასვლელად. სწორედ ამ დროს მას “ქართული მარშის” წარმომადგენელი დაეწია და სახეში გაარტყა. სამართალდამცავებმა ამ დროისთვის დაუდგენელი პირი, ადგილზე აიყვანეს და ტერიტორიას გაარიდეს.

ეს დღეს “ქართული მარშის” წევრის დაკავების უკვე მეხუთე შემთხვევაა.  ცოტა ხნის წინ 4 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი, გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია.

შეგახსენებთ

კანცელარიასთან ორი აქციის წარმომადგენლები იმყოფებიან , აქ არიან სასულიერო პირები და პოლიცია.

იხ.

https://www.gmtv.ge/59945-2/