“ვისურვებდი, რომ ბალანსი, რომელიც არის მოსაძებნი, დიალოგის ფორმატში მოვძებნოთ”

მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლების აქციის პარალელურად კონტრაქციაც იმართებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვა. დეპუტატი მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

„მთავარი არის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც შეზღუდავს როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე მათი თავისუფალი გამოხატვის უფლებას. ბუნებრივია, თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიცია გამოხატვის, თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ის ბალანსი, რომელიც არის მოსაძებნი, დიალოგის ფორმატში მოვძებნოთ და გავათავისუფლოთ ეს სივრცე აგრესიისა და დაპირისპირებისგან,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.