მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ვინაობა დაასახელა

ირაკლი კობახიძე რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძეს – მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ვინაობა დაასახელა.

„მე შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურაც არ განიხილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.