“როგორ ფიქრობთ ეს კომკავშირი რას იზამს დღეს, რა უნდა ქნას ოხანაშვილმა?“

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამე ირაკლი კობახიძის ბრალია, რადგან კობახიძეს გამბედაობა და თავმოყვარეობა არ ეყო, რომ გადამდგარიყო.გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს შეუჩერებს.

„გაანადგურეს პარლამენტი ამ მახინჯმა კობახიძემ და თავისმა მახინჯმა გუნდმა. არაფერია განსხვავება, რაც იყო “ნაციონალური მოძრაობა” ისინი არიან ახლა ესენი. კობახიძე არის უთავმოყვარეო ადამიანი, პროვოკატორი, თავიდან ბოლომდე, სამარცხვინო…

რა უნდა ქნან სამარცხვინოები არიან, ინსტიტუცია საერთოდ აღარ არსებობს. როგორ ფიქრობთ ეს კომკავშირი რას იზამს დღეს, რა უნდა ქნას ოხანაშვილმა?“-ამბობს გოგიჩაიშვილი.