“შევალ ივანიშვილის ციხეში და მალევე გამოვალ თავისუფალ საქართველოში”

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. 91 მომხრე.

მელიამ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სახელისუფლებო გუნდს შველა სჭირდება.

-“ხელისუფლება ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ. თვალს ვერ მისწორებდნენ და მეც ვცდილობდი არ შემეხედა მათთვის. ისინი თავადაც მიხვდნენ, რა გააკეთეს. ბიძინა დამარცხებულია, მე კი ამაყად ვგრძნობ თავს.

შევალ ივანიშვილის ციხეში და მალევე გამოვალ თავისუფალ საქართველოში”-განაცხადა ნიკა მელიამ.