30 ივნისს თავისუფლების მარში გაიმართება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას.

შოთა დიღმელაშვილმა ასევე თქვა, რომ 30 ივნისს თავისუფლების მარში გაიმართება. 

„მე-10 დღეს თითოეული თქვენგანი გამოდით სახლებიდან, უნივერსიტეტებიდან, უბნებიდან საჯარო სტრუქტურებიდან, პოლიციიდანაც, მთელი საქართველო გამოდით რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 საათზე. გვექნება თავისუფლების მარში თავისუფლების მოედნამდე და წავალთ თავისუფლებისკენ“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.