„წლების განმავლობაში ნაციონალები ჩასაფრებულები ელოდებოდნენ რომ ფეხი დაგვიცდებოდა, სამწუხაროდ, დაგვიცდა“

„წლების განმავლობაში ნაციონალები ჩასაფრებულები ელოდებოდნენ რომ ფეხი დაგვიცდებოდა და სამწუხაროდ, ფეხი დაგვიცდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას.

ბახტაძემ პასუხისმგებლობა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს და მის თანამოაზრეებს დააკისრა და აღნიშნა, რომ სწორედ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გამოიყენა საზოგადოების გულწრფელი პროტესტი.

ბახტაძის თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და პასიურმა კორდონმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება და მოუწიათ შესაბამისი ზომების გატარება. მისივე თქმით, სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა 20 ივნისს.