“სირცხვილი რუსეთუმეობას! მთავარია მუხტი არ განელდეს, მიყვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს!..”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

-რეზულტატი და რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტივი მიმდინარე მოვლენებიდან:

1. რუსული პროპაგანდის ფიასკო საერთაშორისო არენაზე, სადაც კრემლის რიტორიკა კონტრპროდუქტიული და ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა;

2. საქართველოს საპატრიარქოს მმართველი კოლეგიის ღია ლუსტრაცია, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციის მრავალწლიანი პოლიტიკის რუსოფილური მდგენელი და ჩრდილოეთისადმი სერვილიზმი (მონური ქვეშევრდომობა) წარმოჩინდა, რაც მკვეთრად გამოჩნდა ე.წ. “მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის” თბილისში გამართვის ინიციატორობაში. ამასთან, მთლიანობაში, ნათლად გამოიკვეთა ФСБ-ს დირექტივებით მოტივირებული საპატრიარქოს დესტრუქციული და კონსპირაციული ბრძოლა ნებისმიერი ხელისუფლებისადმი, ვინც სახელმწიფოს პროგრესირებასა და განვითარებას ცდილობს დასავლურ ვექტორსა თუ პლათფორმაზე;

3. საზოგადოებრივი კონსოლიდაცია (განსაკუთრებით ახალგაზრდობის) ფუნდამენტურად საკვანძო საკითხის გარშემო, ანუ საყოველთაო და ერთობლივი ა რ ა დუგინი-სალავიოვი-შევჩენკოს ევრაზიისტულ გაგებას, იმპერიალისტურ და კოლონიალისტურ პოლიტიკას;

4. КГБ-ს ემისრებს, აგენტებს, კოლაბორაციონისტებსა და წითელ ინტელიგენციას უარი და პრინციპული მ შ ვ ი დ ო ბ ი თ ახალი თაობისაგან;

5. სამოქალაქო სოლიდარობა დაზარალებულთა მიმართ;

6. პარლამენტის ოდიოზური სპიკერის – ირაკლი კობახიძის გადაყენება და მასთან ერთად ზაქარია ქუცნაშვილის წასვლა პარლამენტიდან.

ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდ მიღწევებთან გვაქვს საქმე. მთავარია მუხტი და მიმართება არ განელდეს, ქაოსსა და ესკალაციაში არ გადაიზარდოს და მიყვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს!

P.S. სირცხვილი და გაწბილება რუსეთუმეობას!