“მოგიწოდებთ, არ აყვეთ “ნაცების” პროვოკატორ ლიდერებს! გამოიჩინეთ მეტი პოლიტიკური სიმწიფე!..”

პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსის” მოწოდება საზოგადოებასა და რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე მომიტინგეებისთვის:

-იმ შემთხვევაში თუ შსს მინისტრი გიორგი გახარია გამოძიების გარეშე თავს დამნაშავედ სცნობს და დაკავებული თანმდებობიდან გადადგება, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გაიზიაროს მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

თუ ამ პრინციპით განვითარდება პოლიტიკური მოვლენები, მაშინ მივიღებთ ისევ ორპარტიულ პარლამენტს, სადაც უმრავლესობას დიდი ალბათობით “ნაცები” მიიღებენ. ხოლო თუ არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, უბარიერო საარჩევნო წესით ჩატარდება, მაშინ ერთ წელიწადში გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი,

გთხოვთ თქვენ თავს ჰკითხოთ: თქვენ მხარს უჭერთ: საქართველოს თუ “ნაცებს”?, ვისთვის იბრძვით: ქვეყნის განვითარებისთვის თუ სააკაშვილის გაპრავებისთვის?

მოგიწოდებთ არ აყვეთ “ნაცების” პროვოკატორ ლიდერებს და გამოიჩინოთ მეტი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა”