დევნილთა დასახლებაში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის საშიში აღარ იქნება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ირემაშვილის №1-ში მცხოვრებ 50-მდე სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საკანალიზაციო სისტემის არსებული პრობლემა მოუგვარდება.

აღნიშნულ მისამართზე საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელი იყო, რის გამოც სასმელი წყალი ბინძურდებოდა და  ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობას ქმნიდა. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ორი დღის წინ  სამსართულიანი შენობის წყალკანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.