არ დავიღლებით! არ დავიშლებით! – ბექა ბასილაია მე-12 დღეა შიმშილობს

პარლამენტთან შეკრებილებს სიტყვით ბექა ბასილაიამ მიმართა, რომელიც მე-12 დღეა, შიმშილობს. ბასილაიას თქმით, მომიტინგეები არ დაიღლებიან და არ დაიშლებიან მანამ, სანამ მთავარ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ – გადადგეს შს მინისტრი.

„ჩვენი მთავრობა ბოლომდე შიშველია, ერთი დღით ადრე, რასაც კრემლი აანონსებს, მეორე დღეს, სამარცხვინო პროკურატურა, მინისტრთა კაბინეტი, უსიტყვოდ ასრულებს ამას. ისინი საუბრობენ ამბოხზე, ისინი საუბრობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, დღეს თუ ვინმე საქართველოს ამბოხს უწყობს, ეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა, დღეს თუ ვინმე საქართველოს თავისუფლებას იცავს, ეს თქვენ ხართ და მადლობა თქვენ ყველას ამისთვის,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბასილაია სოლიდარობას უცხადებს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრებს. ბასილაიას თქმით, ისინი ამ ადამიანებს მხარში უდგანან და სოლიდარობას უცხადებს.