ე.წ. ლგბტქ პრაიდის ჩატარების დაანონსება დღეს არის სამოქალაქო არეულობისკენ გადადგმული ნაბიჯი

“ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება” –  ამის შესახებ განცხადება “თბილისი პრაიდმა” გაავრცელა.

პრაიდს სოსო მანჯავიძე ეხმიანება:

-ე.წ. ლგბტქ პრაიდის ჩატარების დაანონსება დღევანდელ ვითარებაში არის სამოქალაქო არეულობისკენ გადადგმული ნაბიჯი,ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

საგულისხმოა, რომ “პრაიდის” ორგანიზატორები უშუალოდ მონაწილეობდნენ 20 ივნისის მოვლენებში,რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით.
შესაბამისად,შსს-ს აქვს სრული საფუძველი დაკითხოს აქციის ორგანიზატორები და, თუ მათი განზრახვები არის საფრთხის შემცველი სამოქალაქო მშვიდობისათვის,დააკავოს ისინი.

ეს გაცილებით ნაკლებ ზიანს მოუტანს ქვეყანას,ვიდრე ხალხის სამართლიანი რისხვა,რომელიც პირველ რიგში,ხელისუფლებისკენ იქნება მიმართული.

პრევენცია,საფრთხის ჩანასახშივე მოსპობა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა.

ამიტომ იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის.