საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა დღეიდან შეწყვეტილია. შესაბამისი ბრძანებულება რუსეთის პრეზიდენტმა 22 ივნისს გასცა – ოფიციალურ მიზეზად 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დასახელდა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ბრძანების გაცემამდე საქართველოში 54 ათასი რუსი ტურისტი იყო, თუმცა 4 ათას 500-მდე ტურისტმა ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გამგზავრებაზე უარი თქვა.