სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირთან მიერთების თაობაზე ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, ევროკავშირთან მიერთების თაობაზე მოლაპარაკებების ნაწილი “წინასწარი დაგეგმვის საფუძველზე” დაიწყოს. მისი თქმით, ასეთი პრაგმატული, არაინსტიტუციონალური, აპოლიტიკური გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს.

“ქართველებისთვის რთული იქნება იმის გაგება, ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ დაბრკოლებას აწყდება თუ ნელდება. საბოლოოდ, ისტორიულად მიერთების პროცესი ევროპის ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნებს აახლოებს და დემოკრატიული რეფორმებისკენ უბიძგებს. არ არის შესაძლებელი ამ ორი პროცესის უარყოფა. ერთი მოსაზრება, ჩარჩოებს მიღმა არის, რომ მოლაპარაკებების ნაწილი მიერთების თაობაზე „წინასწარი დაგეგმვის საფუძველზე დაიწყოს“. ასეთი პრაგმატული, არაინსტიტუციონალური, აპოლიტიკური გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

ეს საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, ყოველგვარი იმედგაცრუებისგან და სკეპტიციზმისგან დაიცავს, რომელიც მასზე მოქმედებს მაშინ, როდესაც ევროკავშირს ახლოს მოსასვლელად მეტი დრო მიეცემა. მაგრამ ეს პროცესი, ასევე უკავშირდება საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. თავის მხრივ, საქართველო დემოკრატიული პოტენციალის გასაძლიერებლად კვლავ გააგრძელებს სვლას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებს მოერგოს.