“ეს არის ის პროგრამა, რასაც ჩვენ დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს და თანმიმდევრულად ვასრულებთ”

თამარ ტალიაშვილმა ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. მათ შორის სანიაღვრე ქსელებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სენსორული განათებებისა და ახალი ლიფტების მოწყობა.

-,,რაიონის გამგეობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის აქტიური თანამშრომლობით ზღვისუბანში ბევრი რამ კეთდება. ეს არის ის პროგრამა, რასაც ჩვენ დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს და თანმიმდევრულად ვასრულებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზღვისუბანში ,,თემქის ხევის’’ ადგილას საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაშენდება, რომელიც მოახდენს ამ უბნის სრულიად ახალ პოზიციონირებას’’ – განაცხადა თამარ ტალიაშვიმა.