“რეფორმატორების” ინიციატივა ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით

“დავით მიროტაძე და პოლიტიკური გაერთიანება რეფორმატორები” გამოდის ინიციატივით: ყველა პოლიტიკურმა პარტიამ (ბლოკის შემთხვევაში მასში შემავალმა ყველა პარტიამ), რომელიც დარეგისტრირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომ საპარლამენტო მანდატების მოპოვების შემთხვევაში მხარს დაუჭერს ლუსტრაციის კანონს!

-ეს იქნება ერთი მხრივ გარკვეული გარანტი, კანონის მიღებაზე პასუხისმგებლობა აიღოს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა, მეორე მხრივ იქნება ყველა პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო ლუსტრაცია!” – აცხადებს პარტიის ლიდერი.